კარგი ამბები ქალაქის ეკრანებზე

გაგვიზიარე შენი ბლინკი და გახდი ჩვენთან ერთად ერთ-ერთი პირველი, ვის კარგ ამბავსაც ათასობით გამვლელი წაიკითხავს.

ბლინკების გაშვებამდე დარჩა

--დღე --საათი --წუთი --წამი
დაბლინკე

გაშვება:

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲑᲚᲘᲜᲙᲘ?

თვალის დახამხამებაში წასაკითხი კარგი ამბავი მთელი ქალაქის LED ეკრანებზე.

  1. ჩვენ ვავრცელებთ პოზიტიურ სიახლეებს მთელ ქალაქში.

  2. შენ შეგიძლია შემოგვიერთდე და გაგვიზიარო სასიხარულო ამბავი, პატარა წარმატება ან ფრაზა, რომლითაც სხვებს გააღიმებ.

  3. ათასობით გამვლელი ქუჩებში შენს ბლინკსაც წაიკითხავს და ერთად გადავცემთ დღის სასიამოვნო მუხტს.

ᲐᲡᲔ ᲑᲚᲘᲜᲙᲐᲕᲡ ᲥᲐᲚᲐᲥᲘ

ბლინკების მაგალითები. შემდეგი შეიძლება შენი იყოს.

  • ნონა გაფრინდაშვილი მეთოთხმეტედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

    ლევანი
  • ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

    საბა
  • საქართველოში 8 000 წლის წინანდელი ხორბლის კვალი აღმოაჩინეს.

    თამარი
  • რომან გიუტაშვილი არის პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც ევერესტი დალაშქრა.

    ირაკლი
  • რუსთაველის გამზირზე შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო აღმოაჩინეს.

    ქეთი
  • ქუთაისი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქების მსოფლიო ქსელს შეუერთდა.

    ნათია
  • ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი გამოგონება NASA-ს კოსმოსურ ცენტრში წარადგინეს.

    გიორგი
  • ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის რობოტიკისა და ინჟინერიის კონკურსებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

    ელენე
  • ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად არის აღიარებული.

    დათო
  • საქართველოში კავკასიური ირმის პოპულაცია წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

    მაკა
  • მოხალისეების ინიციატივით მაღალმთიან სოფლებში ათობით ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

    ნიკა
  • 63 წლის ასაკში პირველი მართვის მოწმობა ავიღე!

    ციალა
  • დოლიძის 20-ში მეზობლებმა სადარბაზოში პატარა ხის თარო დადგეს „წაიკითხე და დააბრუნე“.

    ანა
  • დადიანის ქუჩაზე კაფემ ძაღლებისთვის თბილი კუთხე მოაწყო.

    ბექა
  • წყნეთში წყვილმა ქორწილის 70 წლის იუბილე აღნიშნა.

    სალომე
  • სტუდენტმა სოფელ შუაფხოს სკოლის მოსწავლეებს ინგლისურის უფასო გაკვეთილები ჩაუტარა.

    ზურა
  • დღეს ბებიაჩემმა სმარტფონის გამოყენება ისწავლა და პირველი სელფი გამომიგზავნა.

    მარიამი
  • მადლობა უცნობს, რომელმაც ჩემი საფულე იპოვა და სახლთან მომიტანა.

    ეკა
  • ექვსთვიანი ძებნის შემდეგ დღეს ჩემს საოცნებო სამსახურში პირველი დღე მაქვს.

    თორნიკე
  • 6 თვეა აღარ ვეწევი!

    გიგა
  • ორწლიანი შრომის შემდეგ სამაგისტრო ნაშრომი წარმატებით დავიცავი.

    ლუკა
  • 3 წლის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი საქართველოში დაბრუნდა!

    ნინო

ᲓᲐᲑᲚᲘᲜᲙᲔ

შეავსე ველი და გაგვიზიარე შენი ამბავი.

რაზე გვწერ?

0 / 150

გამოტოვე, თუ გსურს, რომ შენი ბლინკი ეკრანზე ანონიმურად გამოჩნდეს.

ეკრანზე არასდროს ჩანს.

ᲔᲙᲠᲐᲜᲐᲛᲓᲔ ᲡᲐᲛᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘᲐ

  1. გამოგზავნე

    გამოგზავნისთანავე შენს ბლინკს გავეცნობით.

  2. ვარჩევთ საუკეთესოებს

    შემოსული ამბებიდან ყოველდღიურად 5 საუკეთესო ბლინკს შევარჩევთ.

  3. ეკრანზე გადის

    თუ შენი ამბავი შეირჩა, მეილზე გამოგიგზავნით დასტურს, გაშვების დროსა და ლოკაციებს.

ბლინკების ლექსიკონი

დაბლინკე

{ და·ბლინკ·ე } ზმნა


ᲒᲐᲐᲖᲘᲐᲠᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ
ᲓᲐ ᲛᲝᲡᲢᲐᲪᲔ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ ᲗᲕᲐᲚᲘ.

გაიბლინკა

{ ᲒᲐ·Ი·ᲑᲚᲘᲜᲙ·Ა } ᲖᲛᲜᲐ


ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲗᲔᲚᲛᲐ
ᲥᲐᲚᲐᲥᲛᲐ ᲐᲘᲢᲐᲪᲐ.

უბლინკესი

{ უ·ბლინკ·ე·სი } ზედსართავი სახელი


ᲘᲡᲔᲗᲘ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲨᲘᲜᲕᲔ
ᲤᲝᲢᲝᲡ ᲣᲦᲔᲑ ᲓᲐ ᲛᲔᲒᲝᲑᲐᲠᲡ ᲣᲒᲖᲐᲕᲜᲘ.